четверг, 19 июля 2018 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დათვალიეროთ ჩემი ნამუშევარი და შეაფასოთ

მე-8 დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, დავათვალიერეთ მასალა და მასზე დაყრდნობით შევქმენით ფასილიტაციის რესურსი; ვისწავლეთ google from-ში გამოკითხვის ჩატარება, შევქმენით ჰიპერბმული და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. იდეების გენერირებისათვის გამოვიყენეთ padlet.com-ი.

вторник, 17 июля 2018 г.

მე-7 დღის რეფლექსია


  
   მოვიძიეთ და ჩვენს პროექტს მოვარგეთ შეფასების რუბრიკები; მოვუსმინეთ ლექციას - სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი; დავათვალიერეთ რესურსები ფოლდერში "დიფერენციაცია". შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. დავწერეთ აქტივობები სსსმ  და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, სსსმ მოსწავლეებისათვის შევქმენით რესურსი

пятница, 13 июля 2018 г.

მე-6 დღის რეფლექსია

  
  გავიხსენეთ ნასწავლი, გავუკეთეთ განმავითარებელი კომენტარი ერთმანეთს ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებზე; გადავხედეთ პროექტის გეგმას...ვისწავლეთ სურათისა და ლინკის შენახვა; შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში;
  საავტორო უფლებების ფურცელში ჩავსვით სურათისა და ვებგვერდის მისამართები.

четверг, 12 июля 2018 г.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


მე-5 დღის რეფლექსია

  
შევაჯამეთ ნასწავლი... შემოთავაზებული პოვერ-პოინტის შაბლონებიდან, რომელიც გადმოვწერეთ free.downloodtemplate.ppt- dan შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი და იქ მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ "გუგლი დრაივზე", შემდეგ კი გამოვაქვეყნეთ და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.

понедельник, 9 июля 2018 г.

მე-4 დღის რეფლექსია

    გავიხსენეთ წინა დღეებში ნასწავლი...დავწერეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე;
   გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება, ჩამოვაყალიბეთ და დავაზუსტეთ კითხვები; ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, ინსტრუმენტებზე და მოვარგეთ პროექტს;
დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზიც.
 ვხელმძღვანელობდით "ვიუვერიდან", რომელიც, ვფიქრობ, შესანიშნავი გამოსაყენებელი მასალაა პროექტების წერისას.

воскресенье, 8 июля 2018 г.

ჩემი პროექტის კითხვები:


ზოგადი კითხვა: 

რატომ არის საინტერესო მხატვრული ლიტერატურის კითხვა?

თემატური კითხვები:

რაში გვადგება ტროპების ცოდნა?

რა და რა სახის მხატვრული ხერხები ვიცით?

შეგვიძლია, დავასახელოთ თითოეულზე მაგალითი?

რისი გამოკვეთა სურს ამ ტროპით ავტორს?

შინაარსობრივი კითხვები:

შეგიძლიათ მათი გამოყენებით შექმნათ თხზულება?

რა არის შედარება? ეპითეტი? მეტაფორა? 

 

пятница, 6 июля 2018 г.

მე-3 დღის რეფლექსია


ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ მეორე დღის საკითხები, ერთმანეთს მივეცით განმავითარებელი კომენტარი მე-2 დღის რეფლექსიაზე.
 შემდეგ გავეცანით ტრენერის ბლოგს. დავიწყეთ პროექტის გეგმის შედგენა - განვსაზღვრეთ სტანდარტები, მიზნები...
  ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება, რისთვისაც გავაანალიზეთ ვიუვერში მოცემული შესაბამისი მასალა და ვივარჯიშეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბებაზე.

среда, 4 июля 2018 г.

ტრენინგის მე-2 დღის რეფლექსია

  ვისაუბრეთ რა განსხვავებაა ტრადიციულსა და პროექტებით სწავლებას შორის, ამათგან რომ უპირატესია პროექტებით სწავლება, რადგან მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები...იყენებენ ცოდნას, აჯამებენ ნასწავლს...
 გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას; განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, რის მიხედვითაც შევქმენით საინფორმაციო ბროშურა.

понедельник, 2 июля 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია


  ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს, ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე; ასევე, ე.წ. დაფაზე დავწერეთ თუ რა უნარები სჭირდება ადამიანს, 21-ე საუკუნეში თავის დამკვიდრებაში.
  მიმოვიხილეთ ვიუვერის ელექტრონული სახელმძღვანელო. შევქმენით ფაილები, რომლებსაც ეტაპობრივად, ტრენინგის მიმდინარეობისას, შევავსებთ.
   ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, სადაც შემდგომში განვათავსებთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს.